ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოსამართლის პრინციპულობაზე და როგორ მოისურვებს ის, შევიდეს ისტორიაში – როგორც დამოუკიდებელი, სამართლიანი მოსამართლე, თუ რუსი ოლიგარქის მიერ მართული მარიონეტი მოსამართლე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გამო იყო მისული. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრის ქმედება იმ სცენარიდან იქნება გამომდინარე, რასაც „ქართული ოცნება“ და სასამართლო აირჩევს. „ჩვენ რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვქონდეს, რა თქმა უნდა, ცალსახად 100%-იანი მოლოდინი მექნებოდა, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა იქიდან გამომდინარე, რომ მრავალათასიანი დასკვნები არსებობს ადგილობრივი საერთაშორისო ექსპერტების, მაღალი რეპუტაციის მქონდე ექიმების და უბრალოდ ობიექტურადაც ვხედავთ, რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ რუსი ოლიგარქიის პირობებში ვცხოვრობთ. პირდაპირ რუსული დესანტი არის ჩასმული საქართველოს ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ობიექტურობის იმედი ნაკლებად მაქვს,“ – განაცხადა ჩიხლაძემ....